|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ქუთაისის-ზესტაფონის გზაზე, სოფელ სიქთარვასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაზიანდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი