|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისისგან შეუძლია ისწავლოს თბილისმა",-შუბერტი

ლადო მესხიშვილის თეატრის მცირე დარბაზში ქუთაისელი მსმენელის წინაშე ავსტრიელი მწერალი რიხარდ შუბერტი წარსდგა. მწერალმა ქართველ მთარგმნელ ანა კორძაია-სამადაშვილთან  ერთად გერმანულ და ქართულ ენებზე რომანიდან "მხიარული კონსპირაციის ქრონიკა" ნაწყვეტები წაიკითხეს.

"ქუთაისისგან შეუძლია ისწავლოს თბილისმა. იქ შეხვედრაზე ამ მაყურებლის მესამედიც კი არ იყო წარმოდგენილი",-  თქვა რიხარდ შუბერტმა.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა.

"ძალიან საინტერესო საღამო იყო.  კარგი იქნება, თუ მსგავსი კულტურული ღონისძიებები კიდევ უფრო  გახშირდება ჩვენს ქალაქში",- გვითხრა სტუდენტმა მირიან გოგებაშვილმა.  

ღონისძიების ფარგლებში 28 ევროპული ქვეყანა საქართველოში თავის კულტურას წარადგენს. კვირეულს ყოველწლიური სახე აქვს და ის მომავალ წელსაც გაიმართება.

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა