|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის გადატანა ქუთაისისთვის არ იქნება დანაკლისი – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ პარლამენტის გადატანა ქუთაისისთვის არ იქნება დანაკლისი. როგორც ჟურნალისტებთან განაცხადა, უკვე გარკვეულია პარლამენტის შენობის ბედი, ამასთან ქუთაისი იქნება საგანმანათლებლო ცენტრი და მისი  განვითარების ინტენსივობა თვალსაჩინო გახდება.

„ქალაქისთვის არ იქნება დანაკლისი. რაც ჩვენ გვაწუხებდა, ამ შენობის ფუნქცია იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ახლა გარკვეულია. აქ საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის  კონტურები ჯერჯერობით იყო ძალიან ფერმკრთალი, ახლა ერთი საკითხიც და მეორეც გადაწყვეტილია და ვფიქრობ, ქუთაისი ახალ სიცოცხლესაც შეიძენს და განვითარების ინტენსივობა იქნება თვალსაჩინო. საგანმანათლებლო ცენტრი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ცენტრი თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნეში. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, სატრანსპორტო ცენტრიც არის, რომელიც, ასევე მნიშვნელოვანწილად გაფართოვდება. ასე რომ, პერსპექტივაში ქუთაისს ვხედავ, როგორც გაცილებით ძლიერად ფეხზე მდგომ ქალაქს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 შეგახსენებთ, 2019 წლიდან პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებას აღარ გაარძელებს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ქუთაისელებმა არაერთი აქციით გააპროტესტეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი