|
  • EUR 1 = GEL 3.0916
  • USD 1 = GEL 2.6258
|

ქუთაისში 131 სადარბაზოს რეაბილიტაცია მოხდება

ქუთაისში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაციისთვის მერიამ 418 422 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ქუთაისში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები. განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სულ 131 ობიექტის რეაბილიტაცია მოხდება.

პროექტი პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში ხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 

ამ თემაზე: ინფრასტრუქტურული პროექტები და მოახლოებული არჩევნები ქუთაისში

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი