|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

17 ივნისს "თეთრი ხმაური" აქციას გამართავს

ქუთაისში 17 ივნისს "თეთრ ხიდთან"  აქცია გაიმართება. აქციას "თეთრი ხმაურის" აქტივისტები აწყობენ. ისინი ლევან აბზიანიძის გარდაცვალებაში სამართალდამცავებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებაზე პასუხი არავის უგია. საპროტესტო აქცია სიმბოლურად ლევან აბზიანიძის გარდაცვალებიდან 2 წლისთავს უკავშირდება.

შეგახსენებთ, 18 ივნისს ქუთაისში ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძე განყოფილებაში ნარკოტესტის ჩასატარებლად გადაიყვანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას პოლიციამ რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. 

აღსანიშნავია, რომ "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ, გუშინ პოლიციის მიერ 26 წლის ბაჩო სირაძის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სავარაუდოდ, ახალაგაზრდის დაკავებაში სწორედ ის პოლიციელები მონაწილეობდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ იგივე ბრალდებით რეპერები დააკავეს. 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი