|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, აგვისტოს ომის 9 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა, იმერეთის ვიცე გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს. მემორიალთან მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები და ომში დაღუპულთა დედებიც მივიდნენ.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"2008 წლის 8 აგვისტო ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე ქედს ვიხრი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების წინაშე, ფასდაუდებელია მათ მიერ სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი– განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით  ღონისძიებები იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში  გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაღუპულთა  ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს.

ქუთაისის ხელისუფლებამ დაღუპულთა ოჯახებს 1000 -1000 ლარი გადასცა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა