|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 3 100 აბონენტს ელექტროენერგია შეეზღუდება

"ენერგო პრო ჯორჯია" მოსახლეობას მოსალოდნელი გათიშვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, 23 ივნისს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაითიშება მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქუთაისი 5", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 3100 აბონენტს ქ. ქუთაისში  ახალგაზრდობის გამზირზე და მის შესახვევებში, აგრეთვე მახვილაძის ქუჩას და წერეთლის ქუჩის ნაწილს. 

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.  სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

ავტორი: ნიუპრესი