|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში #40 უბანზე მარკირება სხვა უბნის ამომრჩეველს გაუკეთეს

ქუთაისში #40 უბანზე მისულ ამომრჩეველს მარკირება იმ დრომდე გაუკეთეს, ვიდრე მას ამომრჩეველთა სიაში იპოვიდნენ.

 IDMC-ის  დამკვირვებლის  განცხადებით, კომისიის რეგისტრატორმა მოქალაქე  ამომრჩევლის ბარათით მოძებნა  სიაში და ამის შემდგომ გაუკეთა მარკირება, თუმცა  აღმოჩნდა,  რომ ის ამ უბნის ამომრჩეველი არ იყო და მარკირება გაუკეთეს არასწორად.

ამის შემდეგ გაირკვა რომ მოქალაქეს ხმა 41-ე საარჩევნო უბანზე უნდა მიეცა. 41ე უბანზე კი აღარ შეუშვეს, რადგან მარკირება უკვე ჰქონდა.

"ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერა"-განაცხადა თოთაძემ.

 თავისუფალი პლატფორმის ალიანსის ფარგლებში IDMC-ის 150-ამდე დამკვირვებლი ახორციელებს მონიტორინგს. IDMC-ი ქუთაისში არჩევნებს RICDOG-თან პარტნიორობით აკვირდება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე