|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 60 000 ძირ ყვავილს რგავენ

ქუთაისის მერიის წინ, მიმდებარე ტერიტორიებზე და ცენტრალურ ბაღში ყვავილების დარგვა მიმდინარეობს.

სამუაოებს შპს "ქალაქ სერვისი" ახორციელებს.

მერიაში განმარავენ, რომ ქალაქ სერვისი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში პასუხისმგებელია ქალაქის მოვლა-პატრონობაზე რგავს სხვადასხვა ფერის 60 000  ძირ ვიოლას, რომელიც მთელს ქალაქში გადანაწილდება.

მათივე თქმით, საშემოდგომო ყვავილები ირგვება, რისთვისაც ბიუჯეტიდან  დამატებითი თანხა არ იხარჯება, რადგან სამუშაოები მწვანე საფარის მოვლა - პატრონობაში შედის.

ავტორი: ნიუპრესი