|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებებზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და დაკავების დროს არსებულ უფლებებზე ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელიც დემოკრატილი ჩართულობის ცენტრში მოეწყო, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაუძღვნენ.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და სტრატეგიის განხორციელების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აქცენტი ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გაკეთდა. მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს ოჯახში ძალადობის ფორმებსა და დაცვის მექანიზმებზე. მათი თქმით, სახელმწიფო იცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, რის მაგალითადაც, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა დასახელდა. ახალი რეგულაციებით, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელია, ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში და პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის აღარაა საჭირო მისი სასამართლოში წარდგენა. 

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცისის წევრები, ადმაიანის უფლებათა დამცველები,  აქტივისტები და დაინტერესებლი მოქალაქეები დაესწრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა