|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ბიზნესსაბჭო იქმნება

ქუთაისის მერიის ინიციატივით, ბიზნესის საბჭო შეიქმნება. საბჭო იქმნება ქუთაისში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებთან და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით. აღნიშნულის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ეკონომიკის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესმენს.

 საბჭოს თავმჯდომარე ქუთაისის მერია, საბჭოს ასევე ჰყავს ორი თანათავმჯდომარე, რომელთაგან ერთი არის ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, ხოლო მეორე აირჩევა საბჭოს მოწვეულ წევრთაგან. საბჭო შედგება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სუბიექტების, დარგის სპეციალისტების, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე ექსპერტების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან.

 ქალსააქის მერის განცხადებით, ბიზნესის საბჭოს ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივათა მომზადება, რეფორმების დაგეგმვის და მიმდინარეობის პროცესის მხარდაჭერა და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი იგეგმება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი