|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ამერიკის დღეები 2017"-ის კვირეული დაიწყო

ქუთაისში "ამერიკის დღეები 2017"-ის კვირეული  დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

კვირეული დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, სადაც საქართველოში აშშ საელჩოს პრესატაშე სტუდენტებს შეხვდა.

დავიდ ბენტონმა განაცხადა, რომ  საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა არის მეგობრობის კარგი მაგალითი, რაც 25 წლის ნამძილზე გრძელდება.

დღესვე, საჯარო ბიბლიოთეკის "ამერიკულ კუთხეში" ქართველი ემიგრანტების ფოტოგამოფენა მოეწყო. გამოფენაზე დამთვალიერებლებს  ამერიკაში მოღვაწე ქართველების ფოტოების დათვალიერება შეეძლოთ. 

ამერიკის დღეები 28 აპრილის ჩათვლით მოეწყობა. გაიმართება, უფასო კინოჩვენებები და გალა კონცერტი. კონცერტი 28 აპრილს, 19:00 საათზე ოპერის თეატრში ჩატარდება. ამერიკის დღეებზე დასწრება თავისუფალია.

ქუთაისში უფასო კინოჩვენებები მოეწყობა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა