|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აქცია "სირცხვილიას" ფარგლებში ფლი მარკეტი მოეწყობა

ქუთაისში აქცია "სირცხვილიას" ფარგლებში თბილისის პარალელურად ფლი მარკეტი მოეწყობა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქცია 11 აგვისტოს მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

აქციაში მონაწილოებას ქუთაისელი მეწარმეები, ხელოვანები, ქუთაისში არსებული კომპანიები და სტარტაპები მიიღებენ,  თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით გადასცემენ "სირცხვილიას" აქციის საორგანიზაციო ჯგუფს.

პროტესტის 53-ე დღეს დაგეგმილი ფლი მარკეტი 18:00 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა