|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ახალგაზრდული თეატრის ადგილზე მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში,  ახალგაზრდული თეატრის ყოფილი შენობის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

  გრიშაშვილის ქ.№19-ში მდებარე ტერიტორიაზე, ამ დრომდე საინფორმაციო დაფა არ არის განთავსებული. როგორც ნიუპრესმა გაარკვია, ადგილზე 7-სართულიანი კორპუსი შენდება.  უკვე დაწყებულია  საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, შპს „იმედი 7“-ი შენობის მიწისქვეშა პარკირებას მოაწყობს.

გრიშაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდული თეატრის ყოფილი შენობა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. 

მერიის ბალანსზე არსებული შენობა აუქციონზე რამდენჯერმე გაიტანეს, თუმცა არ გაიყიდა. გასულ წელს კი მერიამ ტერიტორიის გაცვლა მოახდინა. ქუთაისის მერიის მოთხოვნისა და საკრებულოს მხარდაჭერით ახალგაზრდული თეატრის ყოფილი შენობის ტერიტორია შპს „იმედი 7“-ს გადაეცა. ტერიტორიის გადაცემა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა.

მერიამ გრიშაშვილის N19-ში მდებარე შენობა შპს „იმედი 7“-ის მფლობელს გარკვეული ფართის სანაცვლოდ  ქალაქში თანამედროვე სტანდარტების აუზის მოსაწყობად გაუცვალა. ტერიტორიების გაცვლა 2016 წლის 26 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა. გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია ლიტოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცვალა. 

იმ დროისთვის "ნიუპრესის" წყარის ინფორმაციით, ტერიტორიების გაცვლის უკან ქუთაისის ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესები იყო. თუმცა გარიგებას გამორიცხავდნენ მერიაში და განმარტავდნენ, რომ კომპანიამ ადგილის გაცვლის პარალელურად სრულად გადაიხადა ურთიერთგადასაცემი ქონების შეფასებით დადგენილი სხვაობის ღირებულება 260 000 ლარი, მათ შორის ექსპერტის დასკვნების საფუძველზე, დადგენილ გადასახდელ თანხაზე 1 4000 ლარით მეტი.

ოლიმპიური სტანდარტების აუზის მოწყობა, რის გამოც ადგილმონაცველობა მოხდა, ამ  დრომდე არ დაწყებულა. ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის დახურული საცურაო აუზის რენდერის მომზადების ელექტრონული კონკურსი განმეორებით გამოცხადდა. პირველ ჯერზე გამოცხადებულ ტენდერში ადგილი მითითებული არ იყო. ახალი მერის პირობებში აუზის მოწყობაზე საუბარი შეწყდა. რეგიონული განვითარების ფონდში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოებზე საუბარი მართლაც იყო დაწყებული და დაინტერესების შემთხვევაში მზად არიან სრულად მოახდინონ პროექტის დაფინანსდება.  

 

ვის ინტერესებშია ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება?

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა