|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცისფერყანწელების თეატრის პროექტირების ტენდერი ჩაიშალა

ქუთაისში ახალგაზრდული თეატრის პროექტირების მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მერიაში ამ დროისათვის ვერ აკონკრეტებენ როდის გამოცხადდება განმეორებითი ტენდერი, ან მოხდება თუ არა პირობების შეცვლა. 
ქუთაისის  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, რამდენიმე საპროექტო ორგანიზაციასთან კონსულტაციები გაიარეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება. გაიზრდება თუ არა პროექტის შესყიდვის ღირებულება, გადაწყვეტილება მიღებული არაა.
ახალგაზრდული თეატრის პროექტირებაზე ტენდერი გასულ თვეში გამოცხადდა. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის ღირებულება მერიამ 10 ათასი ლარით განსაზღვრა.
80 მაყურებელზე გათვლილი თეატრის მშენებლობა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ლესელიძის ქუჩაზე  იგეგმება. როგორც ცნობილია, თეატრი ცისფერყანწელების სახელობის იქნება. თეატრის შექმნის იდეა მესხიშვილის თეატრის მსახიობებს ეკუთვნის, მათ იდეას მხარი ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაუჭირა და თეატრის აშენების პირობა დადო.
 

ავტორი: ირინა მაკარიძე