|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალი საცურაო კომპლექსი აშენდება

ქუთაისში ახალი საცურაო კომპლექსი აშენდება. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კომპლექსის ასაშენებლად  ტერიტორიის შერჩევა დაიწყო. საცურაო კომპლექსის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ქუთაისში იმყოფებოდნენ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა, წყალბურთში სპორტის დამსახურებულ ოსტატი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და ოლიმპიურ პრიზიორი მიხეილ გიორგაძე და აღნიშნული ფედერაციის სხვა წარმომადგენლები. კომპლექსის შესახებ ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დვალთან ისაუბრეს. დვალი, ამავდროულად, იმერეთში სპორტის საწყლოსნო სახეობების ფედერაციის პრეზიდენტია.

განიხილეს აღნიშნული კომპლექსის ლოკაციის შესაძლო რამოდენიმე ვერსია. შეხვედრის შემდეგ მოხდა აღნიშნული ლოკაციების ადგილზე დათვალიერება. ეროვნული ფედერაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საამშენებლო სივრცეების უპირატესი და ნაკლოვანი მხარეები ადგილზე განიხილეს და პოზიციები შეაჯერეს. კომპლექსში განთავსებული იქნება რამოდენიმე დახურული აუზი.

ქუთაისში საწყლოსნო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისათვის არის დაგეგმილი, ხოლო საპროექტო სამუშაოების კონკურსი უკვე მიმდინარე წელს ჩატარდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელებული საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა