|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭახათას მღვიმეში დაცული ტერიტორიების სააგენტო მორიგ ექსპედიციას გეგმავს

ქუთაისში ორი თვის წინ აღმოჩენილ მღვიმეს სტატუსი ამ დრომდე არ მინიჭებია. დაცული ტერიტორიების სააგენტო მღვიმეში მორიგი ექსპედიციისთვის ემზადება, როგორც სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატა სულთანიშვილი განმარტავს, განმეორებით ექსპერტები მღვიმეში ორ კვირაში მივლენ. 

ნატა სულთანშვილი აცხადებს, რომ პირველადი შესწავლით, მღვიმე არ არის უნიკალური და მისი მსგავსი ქვეყნის მასშტაბით არც თუ იშვიათია. მისი თქმით, იმისათვის, რომ მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, აუცილებელია განმეორებით შესწავლა, თუმცა არ გამორიცხავს ჭახათას მღვიმემ ეს სტატუს ვერც მიიღოს. 

 ჯერ კიდევ იანვარში "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ გეოგრაფიის ინსტიტუტის და ადგილობრივების ინფორმაციით, მღვიმე არის ბუნების საოცრება და უნიკალური ადგილი. სააგენტოში ასევ ირწმუნებოდნენ, რომ მღვიმის განმეორებით შესწავლა დროში არ გაჭიანურდებოდა, თუმცა ამ დრომდე არ შეუსწავლიათ.

შეგახსენებთ, ქუთაისელი ექიმის ვახო სიხარულიძის მიერ აღმოჩენილ მღვიმეს სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, როგორც სიხარულიძემ განაცხადა, მას არაოფიციალურად განუმარტეს, რომ მღვიმისათვის სტატუსის მინიჭება მისი მცირე ზომების გამო არ მოხდებოდა. 

"ბუნების საოცრება" - ქუთაისის ახლადაღმოჩენილი მღვიმის უნიკალურობას სპეციალისტები ადასტურებენ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა