|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში კომერციული უძრავი ქონება 11%-ით გაიზარდა

2015 წელს საქართველოს კომერციული უძრავი ქონების მიწოდება (თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში) 11%-ით გაიზარდა და 1,230,000 მ2-ს გადააჭარბა.
Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე ჯერ კიდევ დომინირებს ძველი სტილის ფართები, თუმცა, თანამედროვე სავაჭრო ცენტრების მიწოდება სწრაფად იზრდება.
”აღნიშნული სამი ქალაქიდან კომერციული უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი - 77% - კონცენტრირებულია თბილისში. დაანონსებული სამომავლო პროექტების საფუძველზე ნათელი ხდება, რომ თბილისი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კომერციული უძრავი ქონების მთავარ მიმწოდებლად დარჩება ქვეყანაში. საქართველოში კომერციული უძრავი ქონების მიწოდება 2016 წელს 166,432 მ2-ით, 2017 წელს კი 24,500 მ2-ით გაიზრდება. „ჰუალინგ მოლი“ (110,000 მ2), „გალერია თბილისი“ (24,500 მ2) და "გლდანი ცენტრალი“ (22,452 მ2) ყველაზე დიდი დაანონსებული პროექტებია თბილისში, რაც ქალაქის კომერციული უძრავი ქონების ჯამურ გასაქირავებელ ფართს 68%-ით - 387,885 მ2-მდე გაზრდის”, - ნათქვამია Colliers International Georgia-ს კვლევაში.

კვლევევის მიხედვით, თბილისში კომერციული ფართის საერთო ოდენობა 952,983 მ2-ია. ბაზრობებსა და ღია ბაზრებს ფართის ყველაზე დიდი წილი (40%) უჭირავს.

რაც შეეხება 2015 წლის განმავლობაში საოფისე უძრავ ქონების სექტორს, აქ მიწოდების დონე მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.  თბილისის გარდა, ქვეყნის სხვა ძირითად ქალაქებში საოფისე უძრავი ქონების მიწოდება კვლავაც საკმაოდ დაბალია. თბილისის ჯამური საოფისე ფართობი დაახლოებით თანაბრადაა განაწილებული გაქირავებად და მფლობელის მიერ დაკავებულ ოფისებს შორის.

დღეისათვის მფლობელების მიერ დაკავებული ჯამური საოფისე ფართობის დაახლოებით 64% სახელმწიფო ორგანიზაციებზე მოდის, 11%-ს კი იკავებენ ფინანსური ინსტიტუტები”, - ნათქვამია Colliers International Georgia-ს კვლევაში.

 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა