|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

ქუთაისში სპორტის სასახლეში თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარეობს.

შეჯიბრში  თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და საქართველოს ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. ტურნირზე 300-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.

ტურნირი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. მონაწილეებს წარმატებსა უსურვა ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ.

თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 14 წლის ისტორია აქვს. მისი ორგანიზატორი ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებაა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა