|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საცხოვრებელ ბინას ხანძარი გაუჩნდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ლეჟავას ქუჩაზე კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ხანძარი გამათბობელს გაუჩნდა და საოჯახო ნივთებს გადაედო.

ბინაში დედა და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. მათი გამოყვანა მეზობლებმა შეძლეს.

როგორც "ნიუპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ხანძრის ლოკალიზებისთვის სახანძროს სამი ეკიპაჟი მუშაობდა. დამწვარია 15 კვ. მეტრი. ოჯახი სახლში გირით ცხოვრობდა. 

შემთხვევა გუშინ მოხდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა