|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბრიტანელი ტურისტი პირსინგის გამო ცემეს

ქუთაისში ბრიტანელი ტურისტი პირსინგის გამო ცემეს. 27 წლის ახლგაზრდას ვინაობის გასაჯაროება არ სურს, თუმცა მან მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა.

დაზარალებულის თქმით, ის ერთ-ერთ ბარში გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც პირსინგის გამო ყურადღება მიიქცია და აგრესიული კომენტარები დაიმსახურა, თუმცა იქ ინციდენტი დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. მოგვიანებით კი,  უცნობი მამაკაცი ტურისტს ქუჩაში დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი "თეთრ ხიდდთან" მოხდა. 

ფაქტს უარყოფითად აფასებენ ქუთაისში.  სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მსგავსი ფაქტები ტურიზმის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ისინი სამართალდაცავებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

შსს-ს ინფორმაციის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა