|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი, შესაძლოა, ბულგარეთის ქალაქ ასენოვგრადს დაუმეგობრდეს

ქუთაისში  ბულგარეთის წარმომადგენლები იმყოფებიან, დელეგაცია დღეს  ქუთაისის მერიაში მიიღეს, სადაც ქუთაისისა და ბულგარეთის ქალაქ ასენოვგრადის დამეგობრების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

სტუმრები ქვეყანაში ერთი კვირით, საქართველო ბულგარეთის საერთაშორისო ფორუმი „ქალის როლი 21-ე საუკუნეში“ ფარგლებში იმყოფებიან.

ფორუმი გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობას იძლევა.

ბულგარეთის დელეგაციაში რამოდენიმე ქალაქის მერი, ადგილობრივი პარლამენტის წევრი, ბიზნესის, მართლმსაჯულების, განათლების, კულტურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

დელეგაციის წევრები მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ მიიღო.

ავტორი: ნიუპრესი