|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" დაჯარიმების ფაქტზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დაჯარიმების საკითხზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მალხაზ ჩუბინიძემ იმსჯელა. მხარეებმა საქმის ირგვლივ არსებული მტკიცებულებები წარმოადგინეს.

"სავანეს" ადვოკატის განმარტებით, მათ გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით მერიას განცხადებით მიმართეს, თუმცა მერიამ ვადები დაარღვია და გადაწყვეტილება კაფეს მფლობელებს არ აცნობეს. ნინო მეფარიშვილის მტკიცებით, ჯარიმა არაა ადეკვატური და მერიამ სხვა მუხლით დააჯარიმა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის ზვიად წაქაძის განმარტებით, მერიას ნებართვის გაცემა ვადა 30 დღე აქვს,   კაფეს მფლობელები კი ნებართვის მიღებას არ დაელოდნენ. მან ასევე განმარტა, რომ მერიაში განცხადება ახალი კანონით,  ელექტრონულად უნდა დაერეგისტრირებინათ.

წაქაძის განმარტებას არ დაეთანხმა ადვოკატი. მისი თქმით, კანონში ცვლილება 24 აპრილს შევიდა, მათ მერიას 18 აპრილს მიმართეს და კანონი მათი მოთხოვნის შემდეგ შეიცვალა. დაცვის მხარის მტკიცებით, კაფეს მფლობელებს არცერთ მერთან ქონიათ პრობლემა და მხოლოდ ახლა დაინტერესდა მერია კაფეს მუშაობით.

 

 

"მერიამ არასწორი მუხლით დაგვაჯარიმა. ჩვენი საქმიანობა გარევაჭრობაა, მაგრამ მათ საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის მუხლით დაგვაჯარიმეს, რაც არასწორია. შეზღუდვა არის ბარიერი რომ იქმნება.  სკამები და მაგიდა ვერ შეზღუდავდა და არც არსებობს მონჩივანი.  გარევაჭრობაზე ჯარიმა 50 ლარია, ამიტომ შეცვალეს მუხლი"-განაცხადა ნინო მეფარიშვილმა. 

მოსაზრებას არ ეთანხმება ზვიად წაქაძე. როგორც მან განმარტა, გარევაჭრობის შემთხვევაში დაჯარიმება შსს-ს შეუძლია, მათ კი "სავანე" გადაადგილების შეზღუდვის გამო დააჯარიმეს. მისი თქმით, მერიამ დავა მეორე მუხლითაც დაიწყო, რაც იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. 

საქმეზე განჩინება 14 მაისს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, შპს "ევრობისტრო" მერიამ უნებართვო გარევაჭრობის გამო 152-ე მუხლით 30 აპრილს 2000 ლარით დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ მერიის მიერ 30 აპრილს გავრცელებული განცხადებით, კაფე სწორედ გარევაჭრობის გამო დაჯარიმდა 2 000 ლარით. 

ქუთაისის მერის საპროტესტო პლაკატზე გამოსახვის გამო კაფეს მეპატრონე დააჯარიმეს

 

"რომ წაართვა, მისი უნდა იყოს"-მერიაში კაფეს მფლობელების ბრალდებებს პასუხობენ

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა