|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბზის „ალურას“ საწინააღმდეგო კამპანია ერთდღიანი აღმოჩნდა

ქუთაისში ალურას მიერ ბზის ბუჩქები განადგურდა. მწერი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, მთელ ქალაქს მოედო. მერიაში განმარტავდნენ, რომ მცენარეების შეწამვლა დაიწყო. სამუშაოებს შპს „ სპეციალური სერვისების“ მიერ ხორციელდებოდა. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, რამდენი მცენარე შეიწამლა და გრძედება თუ არა სამუშაოები. „სპეციალური სერვისების“ პრესსამსახურის გიორგი მჟავანაძის განცხადებით, ხეების შეწამვლა მათ კომპეტენციაში არაა.

„ხეების შეწამლვა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ, რადგან გვაქვს შესაბამისი ტექნიკა, რაც შეწამვლისთვის არის აუცილებელი,  მერიას მივეხმარეთ და მოხდა შეწამვლა.  არ ვიცი, ერთი დღე შეიწამლა თუ რამდენიმე, ალბათ ერთ დღეში დასრულდებოდა, ჰექტრობით ხომ არ შეგვაწამლინებდნენ?“, - განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

ალურას მიერ განადგურებული მცენარეების შეწამვლა და გასხვლა რომ არ ხდება,  ამის მტკიცებულება #3-ე საჯარო სკოლის წინ მდებარე ბზებია. მცენარეები, რომლებზეც მავნებელი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, ყურადღებას არავინ აქცევს. 

 სპეციალისტის განცხადებით კი,  ხეების შეწამვლა და გასხვლა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. აუცილებელია გასხლული ტოტების  ადგილზე დაწვა, რათა არ მოხდეს მავნებლის გავრცელება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი