|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, აპრილში დაიწყება

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, აპრილში დაიწყება. პირველ ეტაპზე მოედნის საფარი შეიცვლება, სამუშაოებს ფეხბურთის ფედერაცია განახორციელებს. პარალელურად მოხდება ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაცია.

"ტორპედოს" სტადიონის დირექტორის თემურ კიკვაძე სამუშაოების დაწყების ზუსტ დროს ვერ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია. 

"ამ დროისთვის პროექტირებზეა დაწყებულია მუშაობა, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. ზუსტი დრო უცნობია, ალბათ, აპრილში დაიწყება სამუშაოები. სავარაუდოდ, ევროლიგისთვის მზად ვიქნებით", - განაცხადა თამაზ კიკვაძემ. 

კიკვაძის ინფორმაციით, პროექტი შენობის რეაბილიტაციას მოიცავს, მოეწყობა "ვი აი პი" ლოჟა და პრესცენტრი, შეიცვლება თუ არა სკამები, მისთვის ამ დროისთვის უცნობია. სამუშაოებისთვის ქალაქის მერიაში ნახევარი მილიონი გამოიყოფა.

ქუთაისის სტადიონზე ორ თამაშს გამართავს "ტორპედო". გუნდის ინფორმაციით, მომდევნო თამაშები სხვა მოედანზე გაიმართება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა