|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემი ცოლის დაქალებში" 70-იანი წლების ქუთაისს იღებენ

ქუთაისში, რამდენიმე დღეა,   პოპულარული ქართული სერიალის, "ჩემი ცოლის  დაქალების" გადაღება მიმდინარეობს. შემოქმედები ჯგუფი, რომელიც ქალაქში იმყოფება, ბოლოს სცენებს დღეს გადაიღებს. გადაღებები ქალაქის ძველ უბნებში მიმდინარეობს. 

ახალ სერიაში, რომელიც ეთერში მომდევნო პარასკევს გავა, მოქმედება 70-იანი წლების ქუთაისში მიმდინარეობს,  რა დროსაც  მთავარი გმირები ჯემალი და მანანა ერთმანეთს გაიცნობენ.

 გადაღებებში  ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობები: გიორგი ბენიძე, სოფიო ჩირაძე და თამთა გაბუნია მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, სერიალში სახასიათო როლები შექმნეს მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა დათო როინიშვილმა, მარიკა სამანიშვილმა, ნინო ჭოლაძემ. სხვადასხვა დროს ეპიზოდურ როლებში მონაწილეობდნენ ნუკრი ჟორჟოლიანი, ზაზა კილასონია და სხვები.

"რუსთავი 2"-ის შემოქმედებითი ჯგუფი ქუთაისს ხვალ დატოვებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა