|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ცისფერყანწელთა“ იუბილეს აღსანიშნავად ემზადებიან

2016 წელი „ცისფერყანწლთა“ წლად გამოცხადდა. ამ თარიღის აღსანიშნად ქუთაისიც ემზადება. „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებითი გაერთიანების დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოიყო 15 500 ლარი და გამოცხადდა ტენდერი.

ღონისძიება უნდა მოიცავდეს ლიტერატურულ-თეატრალურ კომპოზიციას, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს „ცისფერყანწელთა ორდერის“ ყველა წევრის შემოქმედებითი ცხოვრების თემები, არანაკლებ 1 საათიანი ხანგრძლივობით და საერთო ჯამში 2 საათიანი ღონისძიება. სცენარი, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და მონაწილეთა ჩაცმულობა შემსყიდველთან შეთანხმებით.

„ცისფრეყანწელთა“ წელს უკვე გამოეხმაურა მესხიშვილის თეატრი, სადაც ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის შემოქმედების თემატიკაზე სპექტაკლი „ბულბულის ნისკარტი“ შეიქმნა.

ავტორი: ნიუპრესი