|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნა

ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ოფიციალურად გაიხსნა. მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" დაქვემდებარებაში არსებული თავშესაფარი 300 ძაღლზეა გათვლილი. აღნიშნული თავშესაფრის მოსაწყობად 200 000 ლარი დაიხარჯა.

ძაღლების ვოლიერების პარალელურად არსებობს შინაური მსხვილფეხა პირუტყვის სადგომი და საოპერაციო ოთახი.

თავშესაფარი დღეს ქალაქისა  პირველი პირების მიერ გაიხსნა.
"სპეციალური სერვისების“ გენერალური დირექტორის გელა გაგუას თქმით, თავშესაფარში ცხოველთა მოვლა-პატრონობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ქალაქის მერმა კი აღნიშნა, რომ შეეჭიდნენ პრობლემას, რომელიც ამ დრომედე მოუგვარებელი იყო.
"წლებია, ისმოდა კრიტიკა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების გამო. ჩვენ ამ პრობლემას შევეჭიდეთ და დაახლოებით წელიწადნახევარი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ევროპული სტანდარტის თავშესაფარი მოგვეწყო. აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქალაქში არსებულ თავშესაფრებზე უკეთესი პირობებია შექმნილი და ამით გავეცით პასუხები არასამთავრობო ორგანიზაციების კითხვებსაც,“ -ამბობს შოთა მურღულია.
დღესვე დაგვიანებით მეეზოვის დღე აღინიშნა. ქალაქის მერმა 50-მდე მეეზოვე სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა. შოთა მურღულიამ მეეზოვეებს შრომისა და ქალაქზე მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადა.
"თქვენ რომ შრომობთ და საქმეს აკეთებთ, ბევრი ვერ აკეთებს ამ საქმეს, მადლობას გიხდით ქალაქზე ზრუნვის გამო. თქვენ გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებთ",-განაცხადა შოთა მურღულიამ.


მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველები ექიმის დაკვირვების ქვეშ გადიან მკურნალობას, უტარდებათ კასტრაცია და ბრუნდებიან ქალაქში. გახსნის ცერემონიალს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. მათ შესრულებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს, რომ ცხოველებზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება და ეს არ იქნება მხოლოდ საჩვენებლად მოწესრიგებული თავშესაფარი.

 ცხოველთა თავშესაფარი ქუთაისში,  ავტოქარხნის #53-ში მდებარეობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა