|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ქუთაისში, ბარ-რესტორან "სეზამში" მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

შემთხვევა 12 იანვარს ღამით მოხდა. ინციდენტში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებსაც ბარში სასმელის შეტანა სურდათ, დაცვის თანამშრომლებმა ბარში არ შეუშვეს.

შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დაცვის თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.

 დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ის ექიმებმა  სახლში გაწერეს. 

 შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები დაცვის თანამშრომლის თხოვნას არ დაემორჩილნენ"

ქუთაისში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა