|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დაცვის კერძო სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც ბარში შესვლას ცდილობდნენ.

"ხუთი თუ ექვსი პირი კაფე-ბარში შესვლას და ალკოჰოლოს შეტანას ცდილობდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა,  რა დროსაც ბარის დაცვის თანამშრომელი დაიჭრა," - აცხადებენ თვითმხილველები.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართლადამცავები და სასწრაფო დახმარების სამსახური.

შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დაცვის კერძო სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც ბარში შესვლას ცდილობდნენ. "ხუთი თუ ექვსი პირი კაფე-ბარში შესვლას და ალკოჰოლოს შეტანას ცდილობდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა რა დროსაც ბარის დაცვის თანამშრომელი დაიჭრა," - აცხადებენ თვითმხილველები. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართლადამცავები და სასწრაფო დახმარების სამსახური. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი