|
  • EUR 1 = GEL 3.0595
  • USD 1 = GEL 2.4638
|

ქუთაისში "ებრაელების უბანს" ძველი იერსახე დაუბრუნდება

ქუთაისის მერია გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს.  ე.წ ებრაელების უბნისათვის ძველი იერსახის აღდგენაზე ისაუბრა საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგლავამაც.

 „არსებობს ხიდის იდეა, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან ებრაელების უბანს დაუკავშირდება. ეს ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი იქნება და მინდა, რომ ე.წ ებრაელების უბანს ძველი იერსახე დავუბრუნოთ. საჭიროა ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც უბანში გარე კაფეებს განათავსებენ. ჩემი სურვილია, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდეს“,-აღნიშნა უგლავამ.

 გაპონოვის ქუჩა, სადაც ებრალების სალოცავიც მდებარეობს,  ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე