|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტოენერგიის ბოძებზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აღარ აიკრძალება

ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით, ელექტოენერგიის ბოძებზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აღარ აიკრძალება. ამის შესახებ ინიციატივა უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა.

რობინზონ წინწკლაძის განცხადებით, ასეთი აკრძალვა აზრს მოკლებულია, რადგან მის გაკონტროლებას თვითმმართველობა მაინც ვერ ახერხებს.

დეპუტატი ნატო ქათამაძე კი დაინტერესდა, რა მიზეზითაა აკრძალული საარჩევნო პლაკატების გაკვრა ირაკლი აბაშიძის გამზირზე. როგორც გაირკვა, ეს შეზღუდვა პარლამენტის ადგილსამყოფელს უკავშირდება, რადგან საკრებულოს დეპუტატები მიიჩნებენ, რომ ეს ტერიტორია საარჩევნო პლაკატებისაგან თავისუფალი უნდა იყოს. 

საკრებულოს დღევანდელი  გადაწყვეტილებით, შეზღუდვა ამჯერად არა სრულად გამზირს, მხოლოდ პარლამენტის  მიმდებარე ტერიტორიას შეეხება.

საარჩევნო პლაკატების გაკვრა იკრძალება ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და  საკულტო ნაგებობებზე, ასევე სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა