|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დააზიანეს

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკა დააზიანეს. ენეგროეფექტურ სკვერში მდებარე სტენდი უცნობმა პირებმა გატეხეს. 

ქუთაისში ეს ბიბლიოთეკის სტენდის დაზიანების მეორე ფაქტია. პირველი შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა, როდესაც სტენდი ცისფერყანწელთა ქუჩაზე აღმოჩნდა დაზიანებული. 

როგორც  მერიაში  განმარტავენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, რაც შეეხება სტენდს, მის აღდგენას კომპანიასთან ერთად მოახდენდნენ. 

პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები ოქტომბერში დამონტაჟდა. ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მასშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. ტენდერის ფარგლებში ქალაქის  ქუჩებში მცირე და დიდი ზომის კონსტრუქციები განთავსდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა