|
  • EUR 1 = GEL 3.2445
  • USD 1 = GEL 2.9275
|

ქუთაისში ერთდროულად ათზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამ დროისათვის ქუთაისში სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად ათზე მეტ ქუჩაზე მიმდინარეობს, მერიის ინფორმაციით, 5 ქუჩის რეაბილიტაციას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს, თითქმის ამდენივეს -ქალაქის მერია. ამათგან ქალაქში ავტომობილების გადაადგილების მხრივ პრობლემატურია რუსთაველის და ტაბიძის ქუჩები,  მნიშვნელოვანი მონაკვეთია ასევე გუგუნავას ქუჩა.

"ამ დროისათვის საგზაო დეპარტამენტი ქალაქში ახორციელებს 5 ქუჩის  რეაბილიტაციას - ესაა გუგუნავას, ჯავახიშვილის, ბუხაიძე, ნინოშვილი და შარტავას ქუჩა. მომდევნო ეტაპზე დაიწყებს კიდევ 5 ქუჩის რეაბილიტაციას. ქუთაისის მერია ახორციელებს ტაბიძის, ლორთქიფანიძის, რუსთაველის ქუჩების, ასევე გელათის,  ტყიბულის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების  ჩიხების და შესახვევების რეაბილიტაციას", -განაცხადეს ქუთაისის მერიაში. 

მერიის ინფორმაციით, 2019 წელს  ქუთაისში სრულად 25 ქუჩის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.  ქუჩების ნაწილის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ნაწილი მოკლე ხანში დაიწყება.

შეგახსენებთ, გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხშირად მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი