|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის სამგზავრო მიკროავტობუსი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მოძრავი ქვეითის გამო, მიკროავტობუსმა დაამუხრუჭა, რის შედეგადაც 3 ავტომობილი დაზიანდა.

დაზიანებულებს შორის სამხედრო პოლიციის ავტომობილია, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ისხდნენ.

ასევე დაზიანებულია სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ქუთაისიდან თბილისში მიჰყავდა.

დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლოცია იმყოფება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა