|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმუნიზაცია მოქალაქეებს სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს"

 23-29 აპრილს ევროპის იმუნიზაციის კვირეული მოეწყობა. კვირეული იმერეთის გუბერნიის და მერიის მხარდაჭერით დღეს ქუთაისში გაიხსნა.

ღონისძიებას ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი.

პროექტის წარმომადგენლების თქმით, 18-დან 41 წლამდე ადამიანებს (რომელთაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, ან არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია) უტარდებათ მასიური ვაქცინაცია წითელაზე, ასევე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული უფასო სკრინინგ ტესტირება C ჰეპატიტზე და აივ ინფექციაზე.

"იმუნიზაცია  ადამიანებს იცავს სხვადასხვა დაავადებებისგან, ამიტომ მოვუწოდებთ საზოგადოებას, თუ არ არიან აცრილი, მიმართონ ცენტრებს. მათ აქვთ საშუალება იყვნენ დაცული, აცრა არის უფასო", - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის უფროსმა გოჩა გიორგიძემ. 

24-25 აპრილს - 11:00 – 16:00 საათმდე ვაქციანცია გაიმართება ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის უშუალო მხარდაჭერით, გაიმართება სტუდენტის და ლექტორ-მასწავლებლების მასიური ვაქცინაცია წითელაზე, ასევე გაუკეთდებათ ლაბორატორიული უფასო სკრინინგ ტესტირება C ჰეპატიტზე და აივ ინფექციაზე.

26 აპრილს ღონისძიება გაიმართება  ქუთაისის უნივერსიტეტში, ასევე  საზოგადოებრივ კოლეჯ ,,კავკასიონში“.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა