|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში ფასადების რეაბილიტაციის  პროგრამა  გაგრძელდა. ამჯერად ფალიაშვილის ქუჩაზე 1000 კვადრატული მეტრის ქვის აღდგენა, 3700 კვადრატული მეტრის კედლის შელესვა და დაზიანებული ფანჯრების შეცვლა მოხდება.    სამუშაოების პროცესში პარაპეტები თუნუქის მასალით შეიმოსება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 413 000 ლარით აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გიან 2011“ - მა სამუშაოები გუშინ დაიწყო და ნოემბრის ბოლოს უნდა დაასრულოს.

სამუშაოები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ვიცე მერთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.

გასულ წელს ქუთაისში აღმაშენებლის, სოლომონ პირველის, ხანძთელის#2 და ბროსეს ქუჩების ფასადები მოპირკეთდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა