|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი მოეწყობა

ქუთაისში გალაქტიონ ჩიქოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი მოეწყობა.

ღონისძიება, ქუთაისის  სპორტის სასახლეში 3,4 და 5 დეკემბერს არის დაგეგმილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერია 10 000 ლარიან ტენდერს აცხადებს. 

,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ტურნირის მონაწილეები უზრუნველყოს სასტუმრო და კვებითი მომსახურებით.

გალაქტიონ ჩიქოვანმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუთაისში პირველი ფარიკაობის სექცია ჩამოაყალიბა და  ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარებას დაუდო სათავე. გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირს რამდენიმე წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა