|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოგზაურობა წარსულში" -ქუთაისში დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

 "მოგზაურობა წარსულში"- პროექტის ფარგლებში  შემაჯამებელი შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "აკმეს"ორგანიზებით მოეწყო. ამას გარდა "აკმე" ორ  პროექტს  ,,წიგნი სიყვარულია“, ,,ბიოქიმია მომავლისათვის“  ახორციელებს, რომელშიც ქუთაისის და სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული. 

შეხვედრაზე, ერთწლიანი პროექტების შედეგები შეაჯამეს, მათ შორის განიხილეს მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში თეატრალიზირებული წარმოდგენა.

როგორც  შეხვედრაზე  განაცხადეს, აღნიშნულ წარმოდგენაზე  დოკუმენტურ ფილმს ივლისში გადაიღებენ. 

პროექტებში, ქუთაისის N15, N2, N19, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო, ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის, წყალტუბოს  სკოლები იღებდნენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში თეატრალიზირებული წარმოდგენა მოეწყო. მოსწავლეებმა გააცოცხლეს  ისტორიული კადრები, თუ როგორ იღებდა დიმიტრი ნაზარიშვილი საკუთარ კაბინეტში მეგობრებს, სადაც  მსჯელობდნენ იმდროინდელ საჭირბოროტო საკითხებზე.  მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გალაქტიონ ტაბიძე, გრიგოლ რობაქიძე, ცისფერყანწელები, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვა ცნობილი პოეტები. პერფორმანსი დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა მასზე  დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტეს.

როგორც ცნობილია,  ფილმის ოპერატორი მერაბ ქაჯაია, იგივე "პიკასო" იქნება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა