|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა [R]

ქუთაისში „მწვანეყვავილას“ უბნის მოსახლეობას გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა. ადგილზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა.

შემთხვევის ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯიას“ ჯგუფები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, რომლის საშუალებით ჩახერგილი გზა უკვე გაწმენდილია.

"ყველა შესაბამის სამსახურს დაუყონებლივ მივეცით დავალება და სტიქიის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოვახერხეთ. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობას არ შექმნია გადაადგილების პრობლემა. დილიდან კი „სოკარ ჯორჯია“ დაზიანებულ მილებს აღადგენს",  - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა