|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გარემოვაჭრეები აკრძალვას აპროტესტებენ [VIDEO]

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობის აკრძალვის გამო მერიის სამსახურების წარმომადგენლებს გარემოვაჭრეები უპირისპირდენიან.

მათი თქმით, მათ ბაზარში დღიურად თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ, ასევე აცხადებენ, რომ მერიის შეთავაზება თითქოს, ბაზარში რამდენიმე თვით, უფასოდ შეიყვანენ, არის ტყუილი. მოვაჭრეების თქმით, ბაზარში რეალურად ადგილები არ არსებობს და მერია მათი აქციის ჩაშლას ცდილობს.

ადგილზე იმყოფება მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია, მისი განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია მზადაა, მოვაჭრეებისთვის ადგილი სამი თვით უსასყიდლოდ გამოყოს.

 

შეგახსენებთ, 21 აპრილიდან მერიის გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა იკრძალება.

მოვაჭრეებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და გზა რამდენჯერმე გადაკეტეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების ჩარევით,  გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა