|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გოგონათა და ვაჟთა შორის ჭადრაკში ჩემპიონატი მიმდინარეობს

ქუთაისში ჭადრაკის ჩემოპიონატი ტარდება. ,,დავით ჩირაძის მემორიალმა ჭადრაკში გოგონათა და ვაჟთა შორის“ სტარტი აიღო მიმდინარე წლის 13 ნოემბერს მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სპორტულ სკოლაში. მასში  მონაწილეობს  3 რეგიონის: იმერეთის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის 4 გუნდი.

შეჯიბრება 3 ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს -7 წლამდე, 8 წლამდე და 10 წლამდე სპორტსმენებში.

19 ნოემბერს 19 საათზე გაიმართება ტურნირის დახურვა, გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, მედლები, თასები. ქუთაისის  მერიის მიერ დაწესებული საპრიზო ფონდი 5 000 ლარია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა