|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა

ქუთაისში, ინდური მეტალურგიული ქარხნის "ამბიკონ სტილზი"-ს 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა.

გაფიცულებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უქმე დღეებში დასვენება და ზეგანაკვეთური საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურება მოითხოვეს.

მათი თქმით, სამუშაო პროცესს იქამდე არ აღადგენენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 გაფიცული თანამშრომლების თქმით, მუშაობა არაადამიანურ პირობებში სათანადო ანაზღაურების გარეშე უწევთ.

“ვითხოვთ ხელფასის 30 %-მდე მომატებას. ვმუშაობთ 12 საათი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე. არ გვაქვს არანაირი პირობები. არ არის გათბობა, სველი წერტილები. არ გვაცვია ფორმა, ჩვენი ტანსაცმლით ვმუშაობთ. არ გვაქვს აირწინაღები, როდესაც მტვერთან და ცეცხლთან მუშაობა გვიწევს,”-აცხადებენ გაფიცულები.

აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ქარხანაში ადამიანის უფლებები დაცული არ არის. წულაია ხელისუფლებას გაფიცულების მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.

ქარხნის ადმინისტრაციაში გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს არ პასუხობენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა