|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგოს ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა

ქუთაისში მილანის რეისით ჩამოფრენილი 20 წლის პაციენტი ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. ექიმ ნესტან ჭეიშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დილით დაუფიქსირდა ტემპერატურა 38,5, ამ დროისთვის კი 37,2  ტემპერატურა უფიქსირდება.

ექიმი ვარაუდობს, რომ გოგონას მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს და კორონავირუსი სავარაუდოდ, არ დადასტურდება, თუმცა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია და სამედიცინო დაწესებულებაში პასუხს ხვალ დილამდე ელოდებიან. გამოჯანმრთელებამდე კი პაციენტის კლინიკაში დარჩება

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, არსებითი გართულებების გარეშე. ის რჩება კლინიკაში ბოქსირებულ პალატაში, ამ დილით დაუფიქსირდა მხოლოდ ერთი ტემტერატურული რეაქცია 38, 5. კლინიკურ ლაბორატორიული მონაცემებით, ის რჩება, როგორც ვირუსული ინფექცია დაუსუტებელი, გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში რესპირატორულ ვირუსული ინფქციებზე, გრიპზე, მათ შორის კორონა ვირუსზე. პასუხის იქნება ცნობილი დღეს ან ხვალ დილით. სტაბილურია მდგომარეობა, ადეკვატური და კონტაქტურია, არსებითი გართულებების გარეშე. უტარდება მკურბალობა, ვიდრე კლინიკური მაჩვენებლები არ იქნება სტაბილური და ნორმალური იქამდე ჩვენთან დარჩება"-განაცხადა ნესტან ჭეიშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი