|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იუბილარი მხატვრების გამოფენა მოეწყო

სამხატვრო გალერეაში „ვარლა“ იუბილარ მხატვართა გამოფენა გაიხსნა.

იუბილარები საზოგადოებას იმერეთის მხატვართა რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ,  ვალერი მეძმარიაშვილმა წარუდგინა.  „ზაურ მჟავანაძე, პროფესიით იურისტი, 80 წლის გახდა.  ანტონ ჩოგოვაძე, რომელსაც 55 წელი შეუსრულდა, იტალიაში მოღვაწეობს. გამოფენას მისი ოჯახის წევრები დაესწრნენ.  გოჩა ჩხაიძე 50 წლის გახდა, მას რამდენიმე გამოფენა აქვს გამართული, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.  ვაჟა ქუთათელაძე, რომელიც  65-ის გახდა, პროფესიით გრაფიკოსია, მან პატრიარქის რჩევით, მინანქარში  გადაინაცვლა და საუკეთესო ნამუშევრები შექმნა.  ამირან ჩიტეიშვილი (50 წლის) ხესა და ლითონზე მუშაობს და ეროვნული სულისკვეთების  ნიმუშებს ქმნის,  ქალბატონ ქეთევან მიქავას კი, პროფესიით ექიმს, თექასა და გობელენში შესრულებული ნამუშევრები აქვს წარმოდგენილი“.

 მხატვრებს მიესალმა ქალაქის მერი. შოთა მურღულიას  განცხადებით, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გამო, არ შეიძლება კულტურის დაფინანსებაზე თანხების დაზოგვა: “დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ქალაქის განვითარების მთავარ დოკუმენტს,  მასში დიდი ადგილი უჭირავს ქუთაისს, როგორც კულტურის ცენტრს. ეს არის, რაც ჩვენი სიძლიერეა და ამაზე უარის თქმა არ შეიძლება", - განაცხადა მერმა.

გამოფენას ორგანიზება  იმერეთის მხატვართა რეგიონალურმა ორგანიზაციამ გაუწია, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურს ეკუთვნის.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა