|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საუკეთესო კალიგრაფიის მქონე მოსწავლე გამოვლინდება

ქუთაისში, 8 აპრილს,  კალიგრაფიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობას ქალაქის კერძო და საჯარო სკოლების, მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები მიიღებენ.

კონკურსანტებს საკონკურსო დავალებები ადგილზე  მიეცემათ. 

ღონისძიება 13:00 საათზე, ქალაქ ქუთაისის N 1 საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე ჩატარდება.

კონკურსში ,,ქართული ხელნაწერი“   გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. დაჯილდოება  14 აპრილს დედაენის ძეგლთან გაიმართება.

კონკურსი ქართული ანბანის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა