|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კინოჩვენებისთვის განკუთვნილი ეკრანი დააზიანეს

ქუთაისში მონპლეზირის თაღთან საახალწლო კინოჩვენებებისთვის განკუთვნილი ეკრანი დააზიანეს.

როგორც მერიის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე "ნიუპრესთან" საუბრისას განმარტავს, ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

„უკვე მიჭირს ასეთ ფაქტებზე კომენტარის გაკეთება, ან რა უნდა ვთქვა? უბრალოდ, ვერ ამიხსნია, რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს, განურჩევლად ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ისეთი რამის დაზიანების სურვილი, რაც მისთვისვე არის შექმნილი და რომლის ფუნქციაც ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაა. შარშან საბავშვო ქალაქი დაამტვრიეს, რაც ძალიან მტკივნეული იყო პირადად ჩემთვის. წელს გადავწყვიტეთ საახალწლო დღეების განმავლობაში ბავშვებისთვის ანიმაციური ფილმები გვეჩვენებინა, რისთვისაც მონ პლეზირის თაღთან განთავსდა ეკრანი და სამი დღის მანძილზე ბევრი ბავშვი თუ მშობელი მოდიოდა ფილმების სანახავად. ძველი ახალი წლის შემდეგ უნდა აგვეღო და დღეს აი, ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენი ეკრანი, რომელსაც სხვა ღონისძიებებისა და კინოჩვენებებისთვისაც ვიყენებდით. ძალიან სამწუხარო და გულსატკენი ფაქტია, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციასაც აუცილებლად ვაცნობებთ“, -აღნიშნა თურმანიძემ.

მისივე განმარტებით, საახლწლო კინოჩვენებებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების დაშლა დღეიდან ეტაპობრივად იგეგმებოდა. 

 

მონ პლეზირის თაღთან სადღესასწაულო კინოჩვენებები იმართება

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა