|
  • EUR 1 = GEL 4.0147
  • USD 1 = GEL 3.3043
|

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული პაციენტი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

76 წლის ანზორ ლემონჯარია ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაიპარა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა.

კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი