|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიო კლიმატის დამცველებს ქუთაისში აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ

ქუთაისში კლიმატის დამცველები ცენტრალურ მოედანზე თეატრის მიმდებარედ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაემართნენ. ქუთაისელი კლიმატის დამცველები ამით მსოფლიო მშვიდობიან კამპანიას უერთდენიან, რომლის მიზანია მსოფლიო ლიდერებს მოუწოდონ სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგან კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად.

კამპანიას „GLOBAL STRIKE“ სათავეში 16 წლის შვედი ეკო აქტივისტი, სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგი უდგას. ქუთაისში გამართულ აქციაზეც სკოლის მოსწავლეები ჭარბობენ.  

აქციის ორგანიზატორის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" ხელმძღვანელის ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით,  „კლიმატური მარში“ მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასი იმართება,  საქართველოდან კამპანიის მონაწილე ოფიციალურად  ქუთაისია. მისი თქმით, კამპანიის გამართვამდე ორგანიზაციამ აქტივისტებთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებები გამართა.

"ჩვენს კამპანიას ქვია "იაქტიურე კლიმატისათვის"და ამ კამპანიის ფარგლებში ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩვენ და ჩვენმა აქტივისტებმა ჩაატარეს 150-ზე მეტი ინდივიდუალური აქცია, ეს იყო ტერიტორიების დასუფთავება, თუ მწვანე ნარგავების დარგვა. გარდა ამისა, ჩავატართ სამი ეკობანაკი, სადაც ვასწავლიდით ახალგაზრდებს, როგორც მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს, რას ნიშნასვს კლიმატური ცვლილებები და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას",- განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ. 

აქცია ცენტრალურ ბაღში პერფორმანსით დაასრულდება.

.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა