|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კომენდანტის საათის დროს პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კომენდანტის საათის დროს სოციალური საცხოვრისის ბინადრებს გარეთ ყოფნის გამო პოლიციამ შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, პოლიცია ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, პოლიციამ მისი არასრულწლოვანი გოგო სცემა და ბავშვს სახეზე და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

მისივე თქმით, ბავშვზე პოლიციამ იძალადა და მომხდარის გამო სამართალდამცველებს უჩივლებს. ადგილობრივების თქმით, ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა